
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: მათემატიკა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის დოქტორი.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორ: გრიგორი გიორგაძე (კოორდინატორი), პროფესორი თამაზ თადუმაძე, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ლომაძე
პროგრამის მოცულობა:
35 კრედიტი (სასწავლო კომპონენტი), მათ შორის:
25 კრედიტი სავალდებულო სასწავლო კომპონენტი;
10 კრედიტი არჩევითი სასწავლო კურსები.
სწავლების ენა: ქართული

- მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხი მათემატიკაში, გამოყენებით მათემატიკაში, ფიზიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში.
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება
- გასაუბრება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიასთან.
- შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
- კვლევის თეზისი/პროექტი.

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები:
უმაღლესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები.